Skip to content

პირობები

“ბოტანიკა საგურამოს” 430 სახლში 5 განსხვავებული კონცეფციის პროექტი შედის. ესენია: ვილა მარგარიტა, ვილა ლავანდა, ვილა კამელია, ვილა აკაცია და ვილა ორქიდეა. პროექტში გათვალისწინებულია ხუთივე დიზაინის სახლის 2 ვერსია – ტერასით და ტერასის გარეშე. 

სახლები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს რკინა-ბეტონის კარკასს და ბეტონის ბრტყელ გადახურვას, დათბუნებას, გაყვანილობას, მოჭიმულ იატაკს, გერმანულ და ესპანურ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, ღობეს, ჭიშკარს და სრულად დასრულებულ ფასადს. პროექტში ასევე შედის კომუნიკაციები. 

პროექტის მიხედვით ხდება სახლის შიდა დატიხვრა და შესაძლებელია სურვილისამებრ ცვლილებების განხორციელება. 

სახლის ღობესთან დაშორება 9 მეტრია. ყველა სახლში ჭერის სიმაღლე 3 მეტრია. 

აუზის სტანდარტული ზომა 3,5X6 მ.-ია. მისი ზომის კორექცია შესაძლებელია სურვილისამებრ. გადახურული ავტო სადგომის ზომა 5,5X5,5 მ.-ია, რაც გულისხმობს გადახურვას და ბეტონის იატაკს. 

პროექტის დაწყება – 2020 წლის ივლისი

პირველი ეტაპის დასრულება:

ბლოკი 1 – 2021 წლის ივნისი

მეორე ეტაპის დასრულება:

ბლოკი 2 – 2022 წლის ივნისი

მესამე ეტაპის დასრულება:

ბლოკი 3 – 2023 წლის ივნისი

ბლოკი 4 – 2023 წლის ივნისი

ბლოკი 5 – 2023 წლის ივნისი

პროექტზე მოქმედებს 3 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება.